პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ირმა ნადირაშვილმა ე.წ. სპეცზონა შექმნა, რომლის პერიმეტრის დატოვებას ჟურნალისტებს უკრძალავს.
“გურია ნიუსი” ცდილობდა კომენტარი ჩაეწერა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ილია ვაშაყმაძესთან, რის გამოც ირმა ნადირაშვილისგან საყვედური მიიღო: “მე ხომ გაგაფრთხილეთ, რომ არ ჩაიწეროთ. თქვენ, ეტყობა, მოსმენის პრობლემა გაქვთ,” _ გაგვიცხადა მან.
რეალურად კი “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს იმის პრობლემა აქვთ, რომ ე. წ პრესზონიდან, რომლის დატოვებასაც გვიკრძალავენ, ვერც კომენტარების ჩაწერა ხერხდება და ყოვლად შეუძლებელია ფოტოების გადაღებაც, რადგან ეს პრესზონა საკმაოდ დაშორებულია შემთხვევის ადგილიდან.