ამ წუთებში გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას რჩეულიშვილის დედა – მაია რჩეულიშვილი ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ცენტრ პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი. გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარუდოდ მისი ცენტრ პოინტის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის წინ სასამართლოს განჩინებით, გუკა რჩეულიშვილის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ის სახლში არ დახვდათ.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილას რჩეულიშვილის მამა, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი და ადვოკატები იმყოფებიან. პროკურატურამ მათ შესთავაზა, რომ გუკა რჩეულიშვილი თავად ჩაბარდეს სამართალდამცველებს. დაცვის მხარის თქმით კი, ახლა ისინი სტრატეგიაზე მუშაობენ.