https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გასული წლის მთავარი სკანდალები, გამართლებული პროგნოზები და ახალი დეტალები

6:01; 11.01.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასული წელი ლანჩხუთისთვის ერთ-ერთი აქტიური და სკანდალური გამოდგა. ამჯერად გთავაზობთ შემაჯამებელ წერილს _ მოკლედ ის მთავარი მოვლენები გავიხსენოთ, რომლებზედაც გასული წლის მანძილზე ვწერდით. ასევე გავაკეთებთ მცირე დასკვნებს, თუ რომელი ექსკლუზიური თუ კულუარული ინფორმაცია ახდა წლის მანძილზე. წერილის ბოლოს კი შემოგთავაზებთ ყველაზე გახმაურებული საქმის _ ჯაპანაში ახალგაზრდის დაკავების და შემდეგ გამოშვების ექსკლუზიურ დეტალებს.

“ლანჩხუთში ფილები და ფულები ერთად იჭრება”
წლის პირველი სკანდალი “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ პრესკონფერენციაზე გაახმაურა: “პრესკონფერენციის თემაა ლანჩხუთში, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის საკითხი. ძირითადად საქმეს ასრულებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც ან ერთ პირთან მოლაპარაკებით ან ფასთა კოტირებით იღებენ ობიექტებს. არარეალური ციფრებია _ ხარჯები ოცჯერ და მეტჯერ გახლავთ გაზრდილი და თვითონ დამპროექტებლებიც ძალიან დიდ თანხას იღებენ ერთი მცირე პროექტის შესრულებაში. როგორც ამბობენ, ლანჩხუთში ფილები და ფულები ერთად იჭრება,” _ აღნიშნა ოპოზიციონერმა. მისი ეს განცხადება იმითაც გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ მოგვიანებით, უკვე წლის ბოლოს, ფილების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მათი მეშვეობით, მაღალ ჩინოსანზე “გასვლა” სურთ.

საიდუმლო შეხვედრა აცანაში
ჩვენ პირველებმა გავავრცელეთ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოფელ აცანაში პარლამენტარი მარიკა ვერულაშვილი, ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენი სოლომონ (სოსო) ჩხაიძე და გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი იმყოფებოდნენ. სტუმრები აცანის ყოფილ მაჟორიტართან, ემზარ თედორაძესთან იყვნენ. სწორედ იქ გადაწყვეტილა რევაზ ჩიტიძის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მოსვლა. მისი კანდიდატურა პრეზიდენტთან დაახლოებულ მარიკა ვერულაშვილთან სწორედ თედორაძე-ჩხაიძეს დაულობირებიათ. ვერულაშვილი, თავის მხრივ, გუბერნატორის მხარდამჭერად ითვლება. მაშინ ინფორმაცია ყველამ უარყო, მაგრამ ჩიტიძე ივნისში საკრებულოს თავკაცი გახდა.

“ფულს მე და რამაზ ნიკოლაიშვილი მოგცემთ”
დიდი ხმაური მოჰყვა სავაჭრო ცენტრ “გურიაში” საგადასახადო სამსახურის შესვლას. მისმა მეპატრონემ და შემდგომში “ქრისტიან-დემოკრატების” სიით ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა, ლევან ჩხაიძემ სკანდალური განცხადებები გააკეთა: _ ჩამოვიყვან “სიენენის”, “ბიბისის” ჟურნალისტებს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენებ, როგორ ავიწროვებენ ბიზნესს. შეხედეთ, ვის ემსახურება ამ ჩინოვნიკთა მანქანები? მათ ცოლებს და ოჯახის წევრებს… ხალხი რომ ქუჩაშია, არავის ადარდებს! “ავერსი” თბილისელებს ეკუთვნის, “იმერეთი” _ ქუთაისელებს, “ქალაქის ბაზარი” _ თბილისელებს. ერთი ეს დარჩა, რომელიც ლანჩხუთელ კაცს მეკუთვნის და ამასაც მართმევენ. ჩემი შვილი ახლა ლონდონში მუშაობს, მისთვის აქ ადგილი ვერ გამოინახა. არჩევნების დროს მოვიდნენ და მითხრეს, ეს ფართი სათამაშო ბიზნესისთვის გვინდაო. უფრო სწორად, ნაციონალების ოფისი უნდა ყოფილიყო მიქაუტაძეების კუთვნილ შენობაში და იქ არსებული “კაზინო” აქ გადმოეტანათ. გამგებელი მაშინ დამპირდა, ქირის ფულს გადამიხდიდნენ. როცა მივედი ფულისთვის, ასე მითხრა, იმ ხალხს, ანუ ვინც სათამაშო ბიზნესს ეწეოდა, ფული არ მოსთხოვო, მე და ნიკოლაიშვილი (მაშინდელი გუბერნატორი) მოგცემთო. გავგიჟდი, გუბერნატორისგან რა ფული უნდა ავიღო,-მეთქი და ნაქირავები ვისაც ჰქონდა, იმ ხალხთან მივედი. ორი თვის ქირის მაგივრად ერთის გამოვართვი, _ ამბობდა ჩხაიძე.

მუქარა სოფლის რწმუნებულ-დეპუტატებს
წინასაარჩევნოდ გააქტიურებული “ახალი მემარჯვენე” დავით წულაძე სოფლის თავკაცებს ღიად დაუპირისპირდა: _ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პოლიციის ზეწოლა ავაცილოთ მოსახლეობას. არ არსებობს თვითმმართველობა, არც ერთ თემს, სოფელს არ აქვს ბეჭედი. რას ვირჩევთ ამ სოფლებში? ჩვენ უნდა მივიდეთ ადგილებზე, გამოვიყვანოთ იმ კონკრეტული სოფლის მოსახლეობა, 100 კაცი მაინც და მივადგეთ ერთად სოფლის დეპუტატს, ხან გამგებლები რომ არიან, ხან _ რწმუნებულები და 20 წელია, რომ არიან! არავინ იფიქროს, რომ მე პრეტენზია მაქვს რაიმე თანამდებობაზე, თუმცა, ეს ხალხი უნდა მოვაშოროთ ლანჩხუთის პოლიტიკას, სხვანაირად არ გამოვა!!! _ აღნიშნა წულაძემ.

გაფრთხილება “პაგონიან” გამგებლებს
თავიდანვე სკანდალები დაებედა ლანჩხუთში “უცნობის”, იგივე გია გაჩეჩილაძის სტუმრობას: _ მაშინ, როცა ლანჩხუთის გამგებელი ადგილზე არ იყო და ჟურნალისტების ნაწილი იმით ინტერესდება, “უცნობი” “ჰამერში” რომ ჩაჯდა. კარგი იქნებოდა, ყურადღება მიექციათ, რა ხდებოდა გამგეობის წინ?! გავსებული იყო სოფლის გამგებლებით თუ რწმუნებულ-მოურავებით. რაიონის გამგებელი იყო სოფლებში და სოფლის რწმუნებულებს რა უნდოდათ გამგეობასთან?! მინდა გავაფრთხილო “პაგონიანი” გამგებლები _ ნუ ეცდებიან მოსახლეობის დაშინებას, თორემ ეს უკან მოუბრუნდებათ და პასუხს აგებენ! მე არანაირი პრეტენზია, ჯერჯერობით მაინც, არ მაქვს პოლიციაზე, მაგრამ “პაგონიან” გამგებლებს ხალხის ტერორს არ დავანებებთ! ჩემი სოფლით დავიწყებ და ზოგადად, სოფლის თავკაცებს მოვუწოდებ, მოსახლეობას ნუ აშანტაჟებენ! _ ეს “დაიცავი საქართველოს” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავკაცის, ეკა ალექსაიას სიტყვებია.

“უცნობთან” თამადობის გამო დააკავეს
ყველაზე ხმაურიანი მაინც “უცნობის” სტუმრობის დროს გაშლილი სუფრის თამადის იური მანთიძის დაკავება გახლდათ _ მონადირე კაცს თოფი “აღმოუჩინეს” სახლში. ძმაც დაუკავებიათ: _ რა ვიცი, “უცნობი” რომ იყო ჩამოსული, იქ ვიყავი, თამადად და “უცნობთან” დალეული 2 ჭიქა ორ დღეში ყელზე დამაყენეს. მეტს ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა იური მანთიძემ.

წლის ყველაზე ხმაურიანი ჩხრეკა
ქალაქის კოლორიტს, არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორს, კუკური კუკულაძეს სახლში სამართალდამცველები მიადგნენ და ჩხრეკა ჩაუტარეს:
_ მაგრად ავღელდი. სკოლაში, ბავშვებთან შესახვედრად მომზადებული მეუღლე აფორიაქდა, ისედაც ავადმყოფი გული უფრო ცუდად გაუხდა. მე დღესაც ვერ ვხვდები, რა გმირს, ტერორისტს ქმნიან ჩემგან _ თავს უკეთებენ რეკლამას თუ მე?! რა იყო ჩხრეკის მიზანი, რომელიც ზრდილობიანად და კულტურულად ნამდვილად ჩატარდა, არ ვიცი. პირველად ისიც კი ვიფიქრე, მოვიდნენ, იარაღი, ან ფეთქებადი ნივთიერება სადღაც დადეს და მიჭერენ, იმიტომ, რომ ჩემი ლექსებით, წერილებით ვაკრიტიკებ ამ ხელისუფლებას,-მეთქი, მაგრამ მალე ეს ჩემი ეჭვი გაქარწყლდა. გაფაციცებით და მთელი მონდომებით ეძებდნენ პატარა იარაღს. იმით შევატყვე, რომ წიგნებს, კოლოფებს და ჯიბეებს შეეხნენ. მორფის ან ჰაშიშის ჩადებას გამორიცხულად ვთვლიდი. მე ჩვეულებრივ სიგარეტს არ ვეწევი, არც მორფი მინდა დასანახად. ერთი ფიქრი არ მასვენებდა: რატომ წელავდნენ ჩემს წაყვანას, ანდა, რატომ უნდა დამიჭირონ, რა ცოდვა მადევს ასეთი,-მეთქი?! თუ სამშობლოს შესახებ ვწერ ჩემს გულისტკივილს, ამის არც მეშინია. მე ჩემი ერის გასაჭირი მაღებინებს ხელში კალამს. დახვრეტა რომ მომისაჯონ, უკან არ დავიხევ. არც რომელიმე პარტიის წევრი ვარ, არც დაკვეთით ვწერ. ჩემი პარტია ჩემი საქართველოა, _ გვითხრა კუკური კუკულაძემ.

კარის შპს-ები და… გადანახული დროშები
მორიგ შემთხვევას თამამად შეიძლება ვუწოდოთ წლის ყველაზე სკანდალური განცხადებები. მისი ავტორია გურულ “კონსერვატორთა” ლიდერი მაკა კვირკველია: _ ამ გაჭირვების ფონზე ხდება გამგეობის შენობის გრანდიოზული რემონტი, რომელსაც ისინი მცირე რემონტს ეძახიან. ვისი ფანტაზიის შედეგია გამგეობის მე-3 სართულზე, ერთი წლის წინ დაგებული მეტლახის აყრა, რემონტზე რემონტის გაკეთება და აპარტამენტის მოწყობა? ლანჩხუთში დაუწერელი კანონია, რომ ყველა ობიექტი უნდა გააკეთონ ხელისუფლების კარის შპს-ეებმა და ინდმეწარმეებმა, თითქმის ერთი და იგივე ადამიანებმა! კომისია კი, რომელმაც უნდა შეამოწმოს აღნიშნული სამუშაოების კანონიერება, ხშირად თავად არის შემსრულებელი. ეს ის ხალხი არაა, ყველა პარტიის დროშა რომ აქვს შენახული, რომელი დამჭირდებაო? ძალიან კარგად მახსოვს მათი ერთი ჯგუფის საგაზეთო სტატიები, აპრილ-მაისის აქციების დროს, როგორ ემზადებოდნენ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში გადასასვლელად. ვითომდა ქამრის შემოჭერის ფონზე, 22 000-იანი ჯიპითა და გამგეობის თუ საკრებულოს სხვა ავტომანქანებით ხდება საწვავის კატასტროფული ხარჯვა. ბიუჯეტი მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს რჩენის ბიუჯეტია, _ თქვა ოპოზიციონერმა.

“ნუ გაიკარებთ პოლიტიკურ მეძავებს!”
წინასაარჩევნოდ სკანდალური განცხადებები ოპოზიციამ ერთმანეთის მიმართაც გააკეთა _ “დაიცავი საქართველოს” ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელი ეკა ალექსაია “ალიანსს” ღიად დაუპირისპირდა: _ მინდა გითხრათ იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რასაც ადგილი აქვს ოპოზიციის მხრიდან კანდიდატურების დასახელების შესახებ. მაგალითად, “ალიანსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიგოითის თემში დააყენეს ზაზა წულაძის კანდიდატურა, რეალურად კი ამათი კანდიდატურაა შოთა სიხარულიძე, სოფლის ყოფილი გამგებელი, უფრო ადრე კი ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე. ეს კაცი “ნაციონალებმა” “მოტეხეს”, ეცოდებათ, ვალები აქვსო. დღევანდელ ხელისუფლებას ფული სახლში მიაქვს, სიხარულიძე კი თურმე ქუჩაში ხარჯავდა. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, სახლში თუ არ წაიღო და ქუჩაში დახარჯა? ანუ “ნაციონალებზე” უტვინო გამოდგა და რა აზრი აქვს ჩვენთვის _ სახლში წაიღებს თუ ქუჩაში გაფლანგავს? ყველაზე საინტერესო ამ ფაქტში ის არის, რომ სიხარულიძე დილით ხელისუფლებასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, სოფლის რწმუნებულის თანამდებობა უნდოდა და რომ ვერ მიიღო, მერე შეძვრა “ალიანსში”.  მოვუწოდებ, ლანჩხუთში ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნუ დააყენებენ კანდიდატად პოლიტიკურ მეძავებს. კაცი გამგებლობას ელოდა, რადგან არ დაასაქმეს, ოპოზიციასთან მოინდომა დაახლოება და უკვე კანდიდატადაც ასახელებს ალასანიას პარტია! შემოპარულ ოპოზიციონერებს “ნაციონალების” ნებისმიერი კანდიდატი ჯობს _ ის მაინც გარკვევით ვიცით, რომ “ნაციონალია”.

ჯერ მიწა “იჩუქეს”, ახლა სახლსაც ართმევენ
გასულ წელს ჩვენ გავახმაურეთ ბიზნესმენის დაწიოკების საკმაოდ სკანდალური საქმე _ ლანჩხუთელ ბიზნესმენს,  რომელმაც სახელმწიფოს ყვავილნარში 6 ჰექტარი მიწა და 25 კოტეჯი აჩუქა, უსახლკაროდ ტოვებენ: _ მე, კორნელი კუკულაძეს, აწ უკვე ყოფილ ბიზნესმენს, საკუთრებაში გამაჩნდა 6,8 ჰა მიწის ნაკვეთი გურიაში, ზღვის სანაპიროზე. 2006 წელს, სახელმწიფოს “საჩუქრად გადავეცი” 6 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 25 კოტეჯით, სადაც ამჟამად განთავსებულია პატრიოტთა ბანაკი. ჩემთვის დავიტოვე 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც 6 კოტეჯთან ერთად გავყიდე 2008 წელს. გაყიდვის შედეგად გურიის საგადასახადო ინსპექციამ დამარიცხა საშემოსავლო  და დღგ-ს გადასახადი, რომელსაც ვთვლი უკანონოდ, _ წერს ყოფილი ბიზნესმენი ხელისუფლების პირველ პირებს _ საქართველოს პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ფინანსთა მინისტრს, _ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, რომელიც გაიმართა ქალაქ ოზურგეთში, არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი. ამ დროისთვის საქმე გასაჩივრებული მაქვს სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ საგადასახადო ინსპექცია არ მაცლის ჩემი სიმართლის დამტკიცებას _ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა დაყადაღებული ქონების (4 000 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ქ. ფოთში არსებული 100 კვმ კომერციული ფართი, ქ. თბილისში საირმის ქუჩაზე არსებული 3-ოთახიანი 80 კვმ საცხოვრებელი ბინა, ქ. ლანჩხუთში არსებული მამა-პაპისეული სახლი) ღია აუქციონის წესით გაყიდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი შვიდსულიანი ოჯახი, რომლიდანაც სამი მცირეწლოვანი ბავშვია, რჩება უსახლკაროდ. ადრე თუ გვიან, სიმართლე დამტკიცდება, სახელმწიფოს კი მოუწევს ზარალის ანაზღაურება, ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ აღნიშნული საქმე და საბოლოო განაჩენამდე შეაჩეროთ ქონების აუქციონის წესით გაყიდვა! _ ითხოვს იგი.

ალექსაია ჩახვაძე-ნოღაიდელის წინააღმდეგ
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, ეკა ალექსაია ზურაბ ნოღაიდელს და მის პარტიას კოორდინატორებისთვის შეპირებულ ფულს სთხოვს. იგი ნოღაიდელს ოფისში ბენზინიანი ბოთლის შეგდებითაც დაემუქრა და ტელევიზიაში სტუმრად მყოფსაც მიუვარდა. ალექსაია ბოლოს ნოღაიდელის ლანჩხუთელ წარმომადგენელ ლელა ჩახვაძესაც წაეკიდა: _ ვერ გეტყვით, მთლიანად ლანჩხუთში რამდენი ლარია საჭირო, ჩემს ზონაში კი 3 800 ლარი გვეკუთვნის და ამას ერთი თეთრიც არ დააკლდება. როცა ოფისიდან ნივთები გამოუყარეს, მისმა თანამშრომლებმა და აქტივისტებმა დოკუმენტების ნაწილი წაიღეს, რათა არ დაკარგულიყო. ამის გამო ლელამ მათ უჩივლა. როცა ჰკითხეს, რად გინდა ეს ფურცლებიო, უპასუხა, ხელფასები რომ დავარიგოო. მან პოლიციაში მიატანინა მათ ეს ჩანაწერები და ხელწერილები დააწერინეს ამ ადამიანებს. მაშინ ლელამ უთხრა კოორდინატორებს _ ნოღაიდელმა ფული რომ არ მომცეს, საკუთარ სახლს გავყიდი და გადაგიხდითო. ახლა გაყიდოს სახლი და გადაიხადოს! ეს ხდებოდა 2 ივნისს, მას შემდეგ თვეები გავიდა. უნდა სახლი გაყიდოს, უნდა ნოღაიდელს მოთხოვოს ეს ფული და თუ უნდა, პუტინთან ჩავიდეს მოსკოვში და იქიდან ჩამოიტანოს, _ ამბობს ალექსაია.

ჯაპანის სკანდალის ახალი დეტალები
ჩვენ დეტალურად ვწერდით სოფელ ჯაპანაში მომხდარი ფაქტის შესახებ: გივი ცხომელიძემ ჯერ კიდევ 2009 წელს აუტეხა ერთი ამბავი იაპონიის ელჩს, როცა დიპლომატი ადგილობრივ ხელისუფლებთან ერთად სოფელში იაპონური გრანტით დაფინანსებულ “ჯეპენ მოდელს” ხსნიდა. ცხომელიძე მიწაზე ედავებოდა ხელისუფლებას და რადგან მის ნაკვეთზე გაკეთდა კოოპერატივი, იაპონიის საელჩოდან 50 ათასი მოითხოვა. მაშინ ამ საქმეს წაუყრუეს. ერთი წელი საამქრო არ ამუშავებულა. მალე ბატონი გივი ავად გახდა და აქტიური ბრძოლა შეწყვიტა, თუმცა, მისი ქალიშვილი და ოჯახი მიწის დათმობას დღემდე არ აპირებენ. წლის ბოლოს საამქროს ამუშავება გადაწყდა, ამას კი საეჭვოდ დაემთხვა გივი ცხომელიძის შვილიშვილის, 22 წლის გიორგი ვაშაკიძის დაკავება. მალე გივი ცხომელიძე გარდაიცვალა. ოჯახი ახლა უკვე შვილის პატიმრობიდან გამოსახსნელად იბრძოდა. ჯაპანელები საჯაროდ აფიქსირებდნენ, რომ გიორგის დაპატიმრება განგებ მოწყობილია და ველოსიპედის მოპარვის მცდელობის მისთვის დაბრალება დიდი ბლეფი იყო. მას შემდეგ, რაც სკანდალი გახმაურდა და ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, გიორგი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს: _ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გაზეთს თუ ჟურნალისტს, ვინც გვერდით დაგვიდგა. გიორგიმ მითხრა, როცა დაუკავებიათ, უთქვამთ: 5 ათასს მოგცემთ მაგ მიწაშიო და აქედან 3 000 საპროცესოში ითხოვდნენ, ანუ 2 000 ლარი გვრჩებოდა. გიორგიმ უარი უთხრა. ახლა სხვა გზა არ იყო და საპროცესოს დავთანხმდით. სოციალურად შეჭირვებულები ვართ და თანხის გარეშე მოხდა საპროცესო გარიგება. დღესაც ვამბობ და მთელი სოფელი დამემოწმება, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და მიწის გამო დააპატიმრეს, _ გვითხრა გიორგის დედამ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

Spotlight-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

12:39; 10 დეკემბერი, 2025

მნიშვნელოვანი სხდომა 2010 წლის მიწურულს

პირველი ნაბიჯი მათთვის, ვისაც... დედამიწა უყვარს!

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10.12.2025
საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია

17:33; 10.12.2025
ფინანსები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

17:17; 10.12.2025
მსოფლიო

რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

16:55; 10.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

16:24; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

15:53; 10.12.2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10.12.2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10.12.2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10.12.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

14:48; 10.12.2025
მსოფლიო

სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

14:42; 10.12.2025
პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო