ვანში, სოფელ სულორში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდინარე სულორი კალაპოტში დაბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ვანი-სულორის გზაზე, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციასსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას უწევს.
ცნობისთვის, სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ( მე-12 კმ), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.
ამავე თემაზე:
„ელოდებიან წყალი როდის წაგვიღებს“ – ვანის სოფლებში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტორეპორტაჟი)