"რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობას ტოვებენ.
როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ.
რაც შეეხება კიდევ ერთ "რესპუბლიკელ" მინისტრს, გიგლა აგულაშვილს, ის პარტიას ტოვებს და ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
პრესკონფერენციაზე განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" პირველმა ნომერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.