აშშ-ში მიმდინარე სამეცნიერო გამოკვლევებმა დაადასტურა სიმღერის სამკურნალო დანიშნულება – სიმღერა ეხმარება ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას! როგორც წესი, ინსულტის შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში რჩება მეტყველების დეფექტი. „სიმღერათერაპია“ ახდენს დადებით ზემოქმედებას, როგორც ბგერითი იოგების, ისე თავის ტვინის მუშაობაზე.
ბოსტონის სამედიცინო ცენტრში, ანდრეა ნორტონის ხელმძღვანელობით, პაციენტები გადიან მკურნალობას დღეში 90 წუთის ხანგრძლივობით. მკურნალობის კურსი გრძელდება 15 კვირის მანძილზე, შემდეგ პაციენტები ვარჯიშობენ დამოუკიდებლად.
სიმღერის სამკურნალო ეფექტი უკვე გამოცდილია ისეთი სახის პათოლოგიებზე, როგორიცაა ენაბრგვილობა, აუტიზმი, პარკინსონის დაავადება. სიმღერა – ეს არის ტვინის უმტკივნეულო სტიმულაცია, რომელიც ავადმყოფების გარდა, ჯანმრთელებისთვისაც მეტად სარგოა. საგულისხმოა, რომ, სამეტყველო აპარატის აღდგენასთან ერთად, მკურნალობის შემდეგ, ზოგჯერ პაციენტებს მუსიკალური სმენაც კი განვითარებიათ!