საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 7-წლიანი პაუზის შემდეგ იუნესკო-მ მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
გადაწყვეტილება სტამბოლში, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მეორმოცე სესიაზე მიიღეს.
მცხეთა 2009 წელს იუნესკო-მ დარღვევების, მათ შორის ისტორიულ ტერიტორიაზე არასწორი განაშენიანების გამო, საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა.
ამ თემაზე საგანგებო განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.