ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კბილის პასტის დიდი რაოდენობით მოხმარებას შეუძლია ხელი შეუწყოს ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების დაგროვებას, რაც იწვევს ნერვული სისტემის აშლილობას.
მედიკოსების მტკიცებით, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ცინკისა და სპილენძის ბალანსირებული რაოდენობა სისხლში. ბალანსის დარღვევის შემთხვევაში ადამიანს ეწყება სხვადასხვა სახის ნევროლოგიური დაავადებანი. დისბალანსი შეიძლება გამოიწვიოს კბილის პასტის მომეტებულმა მოხმარებამ.
"იმ ჩვენს პაციენტებზე დაკვირვებით, რომლებსაც ჰქონდათ ნევროლოგიური აშლილობები, ჩვენ აღვნიშნეთ სისხლში ცინკის რაოდენობის მატება და სპილენძის კლება. ცნობილია, რომ ცინკი არის ნებისმიერი კბილის პასტის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ყველა ზემოხსენებული პაციენტი კვირაში კბილის პასტის ორ ტუბს მოიხმარდა, რისი ნეგატიური შედეგებიც იყო თავის ტვინის მოქმედების დარღვევები", – აცხადებენ ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომლები.