"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, ბრიუსელში 8 მანქანა დაწვეს.
ამის შესახებ ქარდავა ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.
"აფეთქების ხმამ ბრიუსელი ისევ დაზაფრა. ერთ უბანში 8 მანქანა დაწვეს. პოლიცია ამბობს, რომ ეს კრიმინალური შემთხვევაა და მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს", _ წერს ქარდავა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.