არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მოსწავლეების უმეტესობას დიდად არ სიამოვნებს სასკოლო მეცადინეობებზე დასწრება.
რუსმა სოციოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვა და დაადგინეს ამის მიზეზები:
26% -ს აქვს კონფლიქტი თანატოლებთან,
20%-ს ამცირებენ და შეურაცხყოფენ მასწავლებლები,
16%-ს ეზარება გაკვეთილების მომზადება,
13%-ს ძალას ატანენ მშობლები ფრიადოსნობისათვის და ჯოჯოხეთად უქცევენ სკოლას,
8% თვლის, რომ სკოლაში იმას ასწავლიან, რაც მაინც არ დასჭირდება ცხოვრებაში.