თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში 23 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, გარდაცვლილის ძებნის ოპერაცია გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მისი პოვნა დაბალი ხილვადობის გამო ვერ მოხერხდა.
23 წლის ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს.