ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, გუშინ, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" წარადგინა. მსახიობების მაღალი პროფესიონალიზმი, კარგი რეჟისურა, კოსტიუმები, გრიმი _ ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრის წარმოდგენამ ოზურგეთელი მაყურებელი აღფრთოვანებული დატოვა:
_ ეს იყო ხელოვნების, ემოციის უდიდესი ზეიმი. რთულია სიტყვებით ამ ყველაფრის შეფასება _ იმდენად შესანიშნავი დადგმა იყო, რომ მაყურებლების უმეტესობა ტიროდა. ამ სპექტაკლმა შეძლო გაევლო თითეული ადამიანის გულზე, სულზე. ბრავო მოზარდ მაყურებელთა თეატრს. ამ წარმოდგენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რაოდენ დიდია ნოდარ დუმბაძე და რაოდენ მნიშვნელოვანი თეატრში მისვლა, _ აღნიშნავდნენ მაყურებლები, რომლებიც მსახიობებს, დიდი ხნის განმავლობაში უკრავდნენ დამსახურებულ აპლოდისმენტებს და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრი მომავალშიც ესტუმრება ოზურგეთის მტავარ თეატრალურ სცენას.
"მე ვხედავ მზეს", ოზურგეთში, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იყო წარმოდგენილი.