ჰოლანდიელი მეცნიერები მამაკაცებს ურჩევენ ლუდი მწვანე ჩაით ჩაანაცვლონ. განსაკუთრებით მათ, ვისაც სურს დაჭკვიანდეს და უფრო ყურადღებიანი და მობილიზებული გახდეს.
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მწვანე ჩაის მთავარი კომპონენტების, ამინომჟავის L-theanine-სა და კოფეინის ზემოქმედება იქნა შესწავლილი.
44 ახალგაზრდა მამაკაცი ექსპერიმნეტში მონაწილეობას დათანხმდა.
ექსპერიმენრტის წინ, ფინჯანი ჩაის მიღებამ მოუხსნა მათ დაღლილობა და გაუუმჯობესა ტესტის შესრულება, ასევე აამაღლა მათი გონებრივი შრომისუნარიანობა.
დიდი ხანია ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ამცირებს სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის რისკს, ასევე კიბოს, პარკინსონის, ინსულტისა და დიაბეტის.
სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ჩაის ყველა სახეობა.