ახლობლები საფრანგეთში მცხოვრებ ოთხ ქართველს ეძებენ. როგორც საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ეკა სირაძე-დელონე აცხადებს, საელჩოში გახსნილ ცხელ ხაზზე შესაბამისი ზარი დღეს შევიდა.
"ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, არიან საფრანგეთის მოქალაქეები, თუმცა ქართული წარმოშობის. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. სახელებს და გვარებს არ ვასახელებ შეგნებულად, სანამ არ გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია მათ შესახებ", _ განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, მათთვის ცნობილია, რომ ისინი ცხოვრობდნენ ლიონში და გუშინ ნიცაში იმყოფებოდნენ.
"ვცდილობთ, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ ძიებაში, რომ დავეხმაროთ ოჯახს და ახლობლებს", _ განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.