ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციისთვის მიწის ნაკვეთზე, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზია განთავსებული.
საკრებულოს სხდომის დასასრულს რამდენიმე დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართეს.
"უსასყიდლოდ გადავეცით მიწის ნაკვეთი და კარგი იქნება თუ ქრისტინა აგილერას, ვანესა მეის და სხვა კონცერტებზე ჩვენთვის ბილეთები საჩუქრად იქნება",_ უთხრა დეპუტატების ერთმა ნაწილმა საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას.
დავით დარჩიამ დეპუტატების ეს ინიციატივა ხუმრობად მიიჩნია.