"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ დღეს საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ხარიტონ ჩხატარაშვილი და შაქრო კაშია.
არჩევნებში "მერცხალის" 12 მწვრთნელი აძლევდა.
12 კაციდან 9 ხმა ხარიტონ ჩხატარაშვილმა მიიღო, 3 ხმა კი – შაქრო კაშიამ.
არჩევნების შედეგად "მერცხალის" მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი გახდა.