ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის #1247 განკარგულებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ტრანსფერი 190 000 ლარით გაიზარდა.
190 000 ათასი ლარით წელს კურორტ გომის მთაზე დაიწყება წყლის სარებილიტაციო სამუშაოები.
"სულ წყლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 200000 ათასი ლარი. 10 000 ლარით მოხდა პროექტის შეძენა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა, ხოლო 190 000 ლარის ათვისება მოხდება ტრანსფერის სახით. წყლის პროექტი ორწლიანი არის და 2017 წელს დასრულდება", _ თქვა გია მამაკაიშვილმა.