საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში სამ თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მიიღო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 მძიმე მდგომარეობაშია.
"ის ფანატიკოსები ადამიანების უფლებებს უარყოფენ,"_აცხადებს პრეზიდენტი.
როგორც ცნობილია, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა პარიზში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ იყო გამოცხადებული და 26 ივლისს უნდა დასრულებულიყო.