ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. დაზარალებული ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და როგორც მედიკოსები განმარტავენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა, ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და განმარტავენ, რომ საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა:
_ დაკავებულია ერთი პირი. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკლელობის მცდელობის, 19-108 მუხლით მიმდინარეობს, _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.