ქალაქ ოზურგეთში პროექტი "ცოცხალი წიგნების" ფარგლებში ქართველი მწერლები და პოეტები იმყოფებოდნენ.
მწერალმა დათო ტურაშვილმა შეხვედრის დროს თქვა, რომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ წიგნთან ურთიერთობას მით უფრო კარგი ადამიანები ვიქნებით. მან მოკლედ ასევე ქართული ტელევიზიები შეაფასა.
"რა თქმა უნდა არის ბევრი ალტერნატივა (საუბარი არის წიგნის ალტერნატივაზე), ტელე-სივრცე განსაკუთრებით აგრესიული და მასიური არის. ბევრი დრო მიაქვს ათას სისულელეს. პატარა ქვეყანა ვართ, ბევრი ტელეკომპანია გვაქვს, მაგრამ იმდენი კრეტინობა პროცენტულად არცერთ ქვეყანაში არ გადის, როგორც ჩვენთან. არსად არ ხდება მსგავსი რამ. არის გასართობი გადაცემები, მაგრამ სულ მეტირება. სამწუხაროდ წიგნს ნაკლებად უთმობენ დროს და აქედან გამომდინარე დავიწყეთ მკითხველებთან შეხვედრა." -თქვა შეხვედრის დროს დათო ტურაშვილმა.