დღეს ოზურგეთში ახალი თხილი, ერთი კილოგრამი 1 ლარი და 80 თეთრი ღირს. გასულ წელს, ივლისის თვეში ერთი კილოგრამის ფასი 6 ლარი იყო! ჯერჯერობით, როგორც ადგილობრივი მიმღები პუნქტების თანამშრომლები აცხადებენ, ფასი დაბალია და ძალიან ნელა იმატებს. არც ის იციან, როგორი ფასი ექნება თხილს აგვისტოს თვეში, როცა კრეფის სეზონი დაწყებული იქნება.
შარშანდელი თხილი, რომელიც არაერთმა ოჯახმა შეინახა ფასის მომატების იმედით, ახლა ერთი კილოგრამი "ბერძნულა" 3 ლარი და 30 თეთრი ღირს, "გულშიშველა" კი 2 ლარი და 30 თეთრი.
უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ფასი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდოს.