გივი უნგიაძე, ჩოხატაური:
_ როცა მუშაობას დაიწყებენ, შემდეგ შემეძლება შეფასების გაკეთება. წინასწარ არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. თუ ახალი კადრებიც იმათ გზას გაყვნენ, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ძალიან ცუდი იქნება. მაინცდამაინც ვერაფერი გააკეთა "ქართულმა ოცნებამ".
რომან გორდელაძე, ჩოხატაური:
_ შეხედულად ყველა კარგია, მაგრამ მათი შესაძლებლობების შესახებ არაფერი ვიცი. ბიოგრაფიები ყველას კარგი აქვთ, თუმცა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კარგი ბიოგრაფიები ჰქონდათ, მაგრამ რა შედეგი გვაქვს, ყველა ხედავს. თუ ხალხისთვის კარგს გააკეთებენ, მივესალმები.
მზევინარ თოდრია, ჩოხატაური:
_ კარგი ხალხი ჩანს და ძალიან მომწონს.
ნელიკო ტრაპაიძე, ჩოხატაური:
_ ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან და ამ კითხვაზე ვერაფერს გიპასუხებთ.
ბიძინა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არიან განახლებულ გუნდში.
სულიკო ტუღუში, ოზურგეთი:
_ მაგათ ხალხის სიცოცხლე გაანადგურეს, საკუთარ ჯიბეებს ისქელებს ყველა, არც ერთი ხელმძღვანელი პირი არ მუშაობს _ ყველა იბრძვის იმისთვის, რომ სკამი გაიმაგროს.
ვაჟა ჭანტურია, ლანჩხუთი:
_ "ოცნების" არც ძველი გუნდი მომწონდა და არც _ ახალი.
ნინო კობალავა, ლანჩხუთი:
_ არ, მგონია, განახლებულმა გუნდმა უშველოს "ქართულ ოცნებას".
ნაზი ბაბილოძე, ოზურგეთი:
_ მოგვწონს, ახალი სისხლია, ახალი თაობა მოვიდა, განათლება ჰყოფნით, გამოცდილება აქვთ და იქნებიან მებრძოლნი.
ჟულერი ვასილევი, ოზურგეთი:
_ მე ყოველთვის მომწონდა მაგათი კურსი.
ნუნუ ჟღენტი, ოზურგეთი:
_ კი, მომწონს.
თამრიკო მგელაძე, ოზურგეთი:
_ კი, მომწონს. ახალგაზრდები არიან და განათლებულები.