მადრიდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ესპანელმა მკვლევარებმა დაადგინეს: მამაკაცების თმის ფერი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს.
კიდევ მეტი, თმის ფერით შესაძლებელია მომავალში მათი ჯანმრთელობის განსაზღვრა – ისინი მიიჩნევენ, რომ ადრეული ჭაღარა ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია. გამოკვლევათა საინტერესო შედეგები გამოქვეყნდა Physiological and Biochemical Zoology-ის ახალ ნომერში.
მარტივ და ყველასათვის გასაგებ ენაზე მოვლენა ასე განიმარტება: თმის ფერის შენარჩუნებისთვის ზრუნავს ნივთიერება, გლუტატიონის სახელწოდებით, რომელიც აგრეთვე ეხმარება ადამიანს ონკოლოგიური პრობლემებისაგან თავდაცვაში.
სანამ თმას ბუნებრივი შეფერილობა აქვს, ბრძოლა მიდის ორ ფრონტზე – თმის ფერისათვის და კიბოს წინააღმდეგ. ხოლო, როცა ადამიანი ჭაღარავდება, მთელი გლუტატიონი გადაისროლება სასიკვდილო დაავადების წინააღმდეგ. ასე რომ, ნაადრევი ჭაღარა შეიძლება ხანგრძლივი სიცოცხლის მაუწყებელი იყოს!