ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ვაშლის რეგულარული მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რიკს ისევე ეფექტურად ამცირებს როგორც წამლები.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა ვიქტორიასდროინდელ ბრიტანეთში პოპულარული „ვაშლების თერაპია“. 150 წლის წინ ბრიტანულ მედიცინაში პოპულარული იყო დევიზი „მიიღე ვაშლი და ექიმი აღარ დაგჭირდება“(შეადარეთ ქართული გამონათქვამი „დილის ვაშლი – გულის ვარდი“).
კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ ინფარქტი ან იმყოფებოდნენ რისკის ჯგუფში. პაციენტთა ერთ ნაწილს აძლევდნენ სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელ პრეპარატს სტატინს, ხოლო მეორე ჯგუფი იღებდა თითო ვაშლს დღეში. კვლევებმა აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში ქოლესტერინის რაოდენობა თანაბრად შემცირდა. შესაბამისად, ვაშლის რაციონზე მყოფ პაციენტებს მედიკამენტოზური მკურნალობა აღარ დასჭირდათ.
ექიმთა განცხადებით, ვაშლის გარდა, მსგავსი თვისებები აქვს ხილის სხვა სახეობებსაც. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო ეფექტის მისაღებად, აუცილებელია დღის განმავლობაში 5 სახეობის ხილისა და ბოსტნეულის მიღება.