ამერიკელმა მეცნიერებნა დაადგინეს, რომ დაბალი მამაკაცების უფრო დღეგრძელები არიან. ამის შესახებ საუბარია სამეცნიერო ჟურნალში “PLOS ONE” გამოქვეყნებულ სტატიაში.
მეცნიერთა დაკვირვებით მამაკაცები, რომელთა სიმაღლე 152 სმ-ს არ აღემატება, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მათზე მაღალი მამაკაცები. ეს ფენომები განსაკუთრებით ხშირია იაპონელებში.
მეცნიერთა განცხადებით, დაბალ მამაკაცებს გააჩნიათ აქტიური დღეგრძელობის (უკვდავების) გენი FOXO3. ამის გამო მათ აქვთ დაბალი სიმაღლე, მაგრამ არიან გაცილებით ჯანმრთელნი, აქვთ ინსულინის ნორმალური დონე და იშვიათად ავადდებიან სიმსივნით.
ამ გენსა და ცხოველის ზომებს შორის კავშირი აქამდე მხოლოდ თაგვებში იყო დადგენილი. ახლა გაირკვა, რომ მსგავსი კავშირი არის ადამიანებშიც.
ამერიკელი მეცნიერების კვლევები მრავალი წელია მიმდინარეობს და მასში მონაწილეობდა 8000 მამაკაცი, რომლებიც 1900-1906 წლებში დაიბადნენ. დღეისათვის ამ 8000 კაციდან მხოლოდ 206-ია ცოცხალი.
„უკვდავების გენი“ FOXO გერმანელმა მეცნიერებმა 2015 წელს მტკნარი წყლის პოლიპ ჰიდრაში აღმოაჩინეს. მეცნიერთა განცხადებით, ამ გენის წყალობით ეს მიკროსკოპული არსება პრაქტიკულად უკვდავია და არ ბერდება, ამიტომაც ამ გენს „უკვდავების გენი“ შეარქვეს.
ექსპერიემენტების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ FOXO ღეროვან უჯრედების აქტიურობას უნარჩუნებს, რის ხაჯზეც ორგანიზმი მუდმივად განაახლებს ორგანიზმის ქსოვილებს. მეცნერთა დასკვნით მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმშიც. დღეგრძელ ადამიანებში გენი FOXO 100-წლიანი ასაკის შემდეგაც აქტიური რჩება.