“გურია ნიუსი” რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსს, პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ “ქართული ოცნებისთვის” მათ ოფიციალური პასუხი ჯერ კიდევ არ უცნობებიათ: _
“ქართული ოცნების” წერილი ფართის გამოყოფის შესახებ დღეს დილით შემოვიდა ჩვენთან და სიტყვიერი შეთანხმება მხოლოდ იმასთან დაკავშირებით მოხდა, რომ შესაძლოა, ფართი თეატრალურ მოედანზე გამოეყოთ. თუმცა, ჩვენ მათთვის ოფიციალური პასუხი ჯერ კიდევ არ გაგვიცია. კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი და პასუხი დაახლოებით ერთ საათში იქნება,” _ თქვა პაატა ბურჭულაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.