პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, სამეგრელოში პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.
როგორც გვითხრეს, მათი ვინაობა გუშინ, პოლისტაბჭოზე კამათის ფონზე გადაწყდა.
გურია ნიუსის ინფორმაციით ზუგდიდში "ქართულ ოცნება" გამგებელს _ ედიშერ თოლორაიას წარადგენს; მარტვილსა და აბაშაში სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას.
ფოთში წარსადგენად არჩევანი ბიზნესმენ ირაკლი ხუხუბიაზე შეჩერდა.