_ უმთავარი ის არის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობებია, უნდა აღსდგეს კანონიერება, უნდა აღსდგეს სოფლის მეურნეობა. ეს არის აგრო-კულტურული ქვეყანა, რაც ღმერთმა დაგვანათლა და რაღაც მიზეზების გამო ეს არ ხდება საქართველოში.
უკაცრავად, ამ ტერმინს გამოვიყენებ და ამ ხელისუფლებას უნდა, რომ “დაჩმორებული” იყოს ჩვენი ერი და რაღაცა 30 თუ 20-ლარიან ვაუჩერს ელოდებოდნენ ადამიანები. საქართველოში მონობას არასდროს გაუმარჯვია და ვერც გაიმარჯვებს!
ადამიანები დღეს გაჭირვებულები არიან საქართველოში. არ მგონია, თქვენც გილხინდეთ, ვინც აქ ბრძანდებით, უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში,” _ განაცხადა ხალხთან შეხვედრისას ზურაბ აზმაფარაიშვილმა.