23-24 ივლისს სტოკჰოლმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრებმა 7 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.
ევრიპის ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა გურული სპორტსმენებისთვის.
ევროპის ჩემპიონი გიორგი შოთაძე (50) გახდა, ვერცხლის მედალს ირაკლი ძიმისტარაშვილი(ოზურგეთი) (54) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ჩხიკვაძემ (42), ლერი აბულაძემ (58), გიორგი ქაცანაშვილმა (85), ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63) და საბა ცეცხლაძემ(ოზურგეთი) (100) მოიპოვეს.
გიორგი შოთაძემ(ლანჩხუთი) (50) ფინალში სომეხ სამველ გრიგორიანს 1:37 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-0 მოუგო, მანამდე კი თურქი ოკალ ტანტანი 6-1, რუსი მუსლიმ ამაევი 8-2, აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი 6-4 და რუსი რუსლან გაჯიევი 2-1 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლა ოთარ აბულაძეს (54).
დავით ბედინაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 71 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი რუსეთის ხოლო მესამე სომხეთის ნაკრებებმა დაიკავეს.