ნოდარ ბოლქვაძე, ოზურგეთი:
_ არ აისახება. რატომ უნდა აისახოს?!
ინგა კონტრიძე, ოზურგეთი:
_ ჯერჯერობით, არა. ღმერთმა დაგვიფაროს!
ანა მჟავია, ოზურგეთი:
_ ჩემი აზრით, არა. ყველაფერი ჩაცხრა.
ვახტანგ ლომინაძე, ოზურგეთი:
_ ყველაფერი ჩვენს მთავრობაზეა დამოკიდებული.
ნიკოლოზ მგელაძე, ლანჩხუთი:
_ არ მგონია, უფრო გართულდეს მდგომარეობა. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.
ირა ლავრინენკო, თბილისი:
_ ალბათ, კი.
ლალი ქუთათელაძე, თბილისი:
_ კი, აუცილებლად აისახება.
დავით შვანგირაძე, ჩოხატაური:
_ ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ანა ჭკუასელი, ჩოხატაური:
_ კი, აისახება, თუ დროულად არ გამოსწორდა სიტუაცია.
მზია პაიჭაძე, ჩოხატაური:
_მე ვფიქრობ, უკვე აისახა. საზღვრები ჩაკეტილია და ეს ასახვას ნიშნავს.
გელა ქურიძე, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს. ღმერთმა არ ქნას, უფრო გამწვავდეს სიტუაცია.
ალეკო გიგინეიშვილი, ლანჩხუთი:
_ ნამდვილად იქონიებს გავლენას.
შოთა გრძელიძე, ლანჩხუთი:
_ იმედი მაქვს, თურქეთში დემოკრატია გაიმარჯვებს და ძალიან მალე, მშვიდობიანად დამთავრდება ყველაფერი.