ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თათია ნიკოლაშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელს ეზოს თოვლისგან ტრაქტორით უწმენდავენ.
“ვასილ ჩიგოგიძეს ტრაქტორით უწმენდენ ეზოს თოვლისგან!! ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელი, რომელმაც თავი მისი განცხადებით დაგამახსოვრათ, როცა მსახიობებს თეატრის სცენიდან, ყურით ჩამოთრევით ემუქრებოდა, თუ გაბედავდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ. გამორჩეულ ბიძინას თაყვანისმცემელ ქოცს სახლში ეახლა ტრაქტორი და ეს ხდება მაშინ, როცა ხალხი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი, დახმარებას, შველას ითხოვს, საკვებს, მედიკამენტს ვერ აწვდიან ადამიანებს უგზობის გამო!!! ამ დროს კაცს ეზოს უწმინდავენ. რა გჭირთ ხალხო?? მართლა რას დაემსგავსეთ??”_ წერს თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “გურია ნიუსი” ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელს, ვასილ ჩიგოგიძეს დაუკავშირდა.
ჩიგოგიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
“აბსურდია ეს ყველაფერი”,_ გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.