საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ოჯახის ერთ-ერთი წევრის ბინა პოლიციამ უკანონოდ გაჩხრიკა:
"პრეზიდენტი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა უნდოდათ და ვერ განახორციელეს იმის გამო რომ ერთი თვის წინ, მისი მეუღლის შვილთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ ადამიანს ჩხრეკისას არაფერი აღმოაჩნდა.
სამი კითხვა ჩნდება სანამ უფრო არგუმენტირებულ განმარტებას მოვისმენთ:
რომ აღმოეჩინათ, ვინ და რა თემაზე განახორციელებდა ზეწოლას?
თუკი ასეთ რამეზე წამსვლელები არიან, აღმოჩენა გაუჭირდებოდათ?
და იქნებ წავიდა ის დრო როდესაც კანონის წინაშე "ჩინს" არა აქვს მნიშვნელობა და "ჩადება" აღარ ხდება?" _ წერს ვოლსკი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.