ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში ორმა თავდამსხმელმა მღვდელი მოკლა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი პოლიცია ამბობს, მღვდელს ყელი გამოჭრეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი ტაძარში შეიჭრა და იქ მყოფი 5 ადამიანი მძევლად აიყვანა.
მოგვიანებით, ორივე თავდამსხმელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მოინახულა.
ამავე თემაზე: