გამჭრიახები, იუმორით სავსენი, კრიტიკულები და სამართლიანები – გურულების ქებით დაიწყო გამოსვლა ოზურგეთში გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა . "ჩვენ თანმიმდევრულად და სწრაფად მივდივართ წინ,"_აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ჩაის წარმოებაზე.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ტრადიცია აღდგეს გურიაში,"– აღნიშნა პრემიერმა.