"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დასაქმებულად თავს გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, ხოლო 63% დაუსაქმებლად.
"ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან – 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.