სანამ ქვეყნის პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატს ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელს ლანჩხუთელებს წარუდგენდა, მანამ "ცოტნე დადიანობა" გამოიჩინა და ჩრდილში მდგარი ტრიბუნა მზის გულზე გამოწია: – სადაც ხალხი დგას, ჩვენც იქ დავდგეთო.
პრემიერის ამ ჟესტზე თემურ ჭკუასელმა გაიხუმრა კიდეც – ცოტნე დადიანისგან განსხვავებით თაფლი გვაკლია მხოლოდო.
შეხვედრაზე მოსულმა ლანჩხუთელებმა პრემიერის ამ ჟესტის მოწონების ნიშნად ტაში არ დაიშურეს.