საქართველოს თავადაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით სამიტი წარმატებული იყო და არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველო ვარშავიდან მაქსიმალური შედეგით დაბრუნდა.
თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესები წარმატებით და გართულებების გარეშე გაგრძელდება.
"ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის ორმხრივი მემორანდუმი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდა. გასულ კვირას ჩვენ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დავასრულეთ. ამ პროგრამის ფარგლებში შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უკლებლივ ყველა დანაყოფი გადამზადდება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის და არა მისიებისთვის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა", – აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს თავდაცვის მინისტრმა.
ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.