ნეპალში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ 54 ადამიანი იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
როგორც ცნობილია, ადიდებულმა მდინარეებმა საცხოვრებელი სახლების დატბორვა და გზების ნგრევა გამოიწვია.
მაუწყებლის ცნობით, ჯარისკაცები და მოხალისეები რეზინის ნავებით ცდილობდნენ დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიამ რვა რაიონს სერიოზული ზიანი მიაყენა.
როგორც ცნობილია, წყლის დონემ ზოგიერთ მდინარეში სახიფათო ზღვარს მიაღწია, რამაც მასიური წყალდიდობის საფრთხე წარმოშვა, ხოლო მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
როგორც ცნობილია,გასულ წელს, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ათობით ათასი ადამიანი კარვებში ცხოვრობს.