როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში აპირებს კენჭისყრას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუკი მას “ქართული ოცნების” ამომრჩეველიც დაუჭერს მხარს.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.
“პრემიერ-მინისტრს აქვს მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი განვლილი გზით, თავისი ინტელექტუალური რესურსით, ადამიანური რესურსით არის პიროვნება, რომელიც გამოადგება ქვეყანას, თუკი ის პარლამენტის წევრი გახდება. მე პრემიერის მოსაზრებას ვეთანხმები. თუკი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს, რომ არჩევნებში კენჭი იყაროს, პრემიერ-მინისტრს არ ჰგონია, რომ მას “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი კანდიდატურა უნდა დაუპირისპიროს,” – აცხადებს გია ვოლსკი.