მამაკაცები ყველა ქალს იოლად ეწყობიან
აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მამაკაცები, თურმე, აბსოლუტურად ყველა ქალს ეწყობიან _ განურჩევლად მათი გარეგნობისა.
ასეთი შოკისმომგვრელი დასკვნა გააკეთეს ჰოლანდიელმა მეცნიერებმა, რომლებმაც თავიანთი დაკვირვებები დააფუძნეს 21-დან 25 წლამდე მამაკაცების გამოკვლევაზე.
უჩვეულო ექსპერიმენტის მონაწილეები 5 წუთით მოათავსეს ოთახში გოგონასთან ერთად.
ექსპერიმენტში მონაწილეთა უმრავლესობის აზრით გოგონა სიმპათიურობით არ გამოირჩეოდა. მაგრამ, როდესაც ექსპერიმენტი დასრულდა, დადგინდა, რომ აბსოლუტურად ყველა მამაკაცის სქესობრივი ჰორმონი ტესტოსტერონი სისხლში გაიზარდა 8 %-ით.
ამით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძლიერი სქესის სექსუალური ლტოლვა ქალებისადმი სრულიადაც არ არის დამოკიდებული ქალის გარეგნობაზე – მამაკაცებს სქესობრივი ჰორმონის ზრდა შეენიშნებათ ნებისმიერი ახალგაზრდა ქალის დანახვისას.
მეცნიერები თვლიან, რომ ეს რეაქცია მამაკაცებში ჩანერგილია თვით ბუნების მიერ.