სამტრედიის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი ადგილის დასალაშქრად სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ექსპედიცია მოეწყო.
ექსპედიციის მონაწილეებმა სამტრედიის უმაღლეს წერტილს აკაკი შანიძის სახელობის მთის სახელი მიანიჭეს და ზღვის დონიდან 1084.0 მეტრზე შესაბამისი ნიშნული დადგეს.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია, მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსები , გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები, სამტრედიელი სტუდენტები, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი, ექსპედიციას მეგზურობას უწევდა საკრებულოს დეპუტატი ოფეთის თემიდან ტარიელ თევზაძე.
შეგახსენებთ , რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე WWW.SAMTREDIA.COM.GE ორი თვის განმავლობაში ონლაინ გამოკითხვა მიმდინარეობდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ, დააფიქსირა სურვილი, რომ მთას აკაკი შანიძის სახელი მინიჭებოდა.