"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 13% – "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% – მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის", 3% – "პატრიოტთა ალიანსს", ხოლო სხვა პარტიებს – 7%.
სხვა პარტიებში კი შედიან: "თავისუფალი დემოკრატები", "ლეიბორისტული პარტია", "დემოკრატიული მოძრაობა", "გირჩი", "რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი საქართველო", "ქართული პარტია", "ეროვნული ფორუმი", ”"ონსერვატიული პარტია", "ქართული დასი", "მრეწველები", "მემარცხენე ალლიანსი" და "ახალი მემარჯვენეები."