თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას ეხმაურება.
ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნით შეცდომას უშვებს. ხიდაშელის განცხადებით, უშიშროების კადრის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა ძალიან ცუდი გზავნილი იქნება, რაც ცუდად იქნება აღქმული, როგორც დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე, ქვეყნის შიგნითაც.
„ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინსიტრო სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყებაა. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი უფრო ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში ასევე, საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო, მაგალითად. ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება. შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელია“, -_განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.