პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად, აღავლინა.
წირვას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.
პრემიერ-მინისტრმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და მას ქვეყნის საკეთილდღეოდ ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.
"მინდა მივულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე. ჩვენი თვალით ვიხილეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რწმენის აღორძინება და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ!" _ აღნიშნა პრემიერმა.