ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. 7-8 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 838 000 გამოყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსის, გია მამაკაშვილის თქმით, ეს თანხა გამოიყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის #1409 განკარგულებით 2016 წელს მომხდარი სტიქიური შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ღონისძიებების გახორციელების მიზნით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოუყო თანხა. ამის შესახებ ინფორმაცია გია მამაკაიშვილმა დეპუტატებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გააცნო.