“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია სოფელ კონჭკათის რწმუნებულმაც დაგვიდასტურა. მისი თქმით, დიმიტრი შაშკინს სოფლის ცენტრში ელოდებიან პედაგოგებთან შესახვედრად. მართალია, ზუსტი დრო არ იციან, მაგრამ შაშკინი კონჭკათს აუცილებლად ეწვევა.
“გურია ნიუსისთვის” ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ ხვალ, შესაძლოა, ოზურგეთს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ეწვიოს.
შეგახსებენთ, რომ ბოლო 5 დღის განმავლობაში, პრეზიდენტიც ორჯერ იყო ჩასული გურიაში.
პრეზიდენტის ორივე ვიზიტი მედიისთვის გასაიდუმლოებული იყო. სახელისუფლებო მედიის სახელით ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ “გურია ნიუსმა” პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ორივეჯერ საკუთარი წყაროს მეშვეობით შეიტყო.