იაპონიაში ვასედას უნივერსიტეტის ინჟინრებმა რობოტი-დათვი შექმნეს, რომელიც ბალიშის როლს ასრულებს და ხვრინვას უშლის ხელს.
თეთრ დათვს ჯიკუსუი-კუნი უწოდეს (იაპონურად, "ღრმა ძილი’’). მასში სპეციალური მიკროფონია ჩამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც დათვი ბგერებს აღიქვამს.
ხვრინვის დაწყებისთანავე, ის ,,თათით" ფრთხილად აბრუნებს ადამიანის თავს, ისე, რომ არ გააღვიძოს. ამგვარად, სუნთქვითი ორგანოები იხსნება და ადამიანი აღარ ხვრინავს.
მძინარეს ხელში უნდა ეჭიროს მეორე პატარა დათვი, რომელშიც ჩამონტაჟებული გადამცემი პულსს არეგულირებს და სისხლში ჟანგბადის დონეს აკონტროლებს.