თავის დროზე პოპულარული ამერიკელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი სამანტა ფოქსი წავიდა ინდოეთში და ინდურ კომედია "როკის მოცეკვავეში" ითამაშა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც მას დასავლეთში პოპულარობა შეუმცირდა.
ლედი გაგას სამანტა ფოქსისთვის მიბაძვა დიდი ხანია უნდა.
ცოტა ხნის წინ, მან ჟურნალისტებს გაანდო, რომ ბოლივუდურ მელოდრამაში მონაწილეობაზე ოცნებობს. ის ელის შემოთავაზებებს ინდოეთის ქალაქ მუმბაიდან.
მომღერალი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ პარიზში ინდური ფილმი ნახა, რომელმაც ძალიან დააინტერესა.
შთაბეჭდილებას მასზე ინდური სამოსი და ცეკვებიც ახდენენ. ჰოლივუდელი კინოპროდუსერებისგან ბევრი შემოთავაზება მიუღია, მაგრამ, მისი თქმით, "ჰოლივუდი ჯანდაბაშიც წასულა! გაუმარჯოს ბოლივუდს!".