პოლიტიკურმა პარტიებმა ივლისში შემოწირულების სახით ჯამში 3 486 119 ლარის მიიღეს. აღნიშნულიდან ყველაზე მეტი – 2 124 570 ლარის შემოწირულება პარტია "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველომ" მიიღო.
მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელსაც შემოწირულების სახით 621 527 ლარი აქვს მიღებული, მესამეზე კი – 208 400 ლარით გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო."
შემოწირულების თვალსაზრისით სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „თავისუფალი დემოკრატები“ – 195 800 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 184 811 ლარი, "გირჩი" – 103 994 ლარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 9 590 ლარი, "ლეიბორისტული პარტია" – 2 000 ლარი, "მემარცხენე ალიანსი" – 500 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 429 ლარი, "კონსერვატიული პარტია" – 120 ლარი, "საქართველოს მშვიდობისთვის" – 100 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია’ – 51 ლარი, "თავისუფალი საქართველო" – 40 ლარი.
ამასთან, 21 500 ლარი აქვს მიღებული დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატ ილია კოკაიას, 9 500 ლარი – ასევე დამოუკიდებელ კანდიდატ ირაკლი შიხიაშვილს და 3 ათასი ლარი – გიორგი აფციაურს.