ბათუმში პარტია „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის და ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტის დროს „ჩვენი სამშობლოს“ წევრი დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქციის ორგანიზატორებს, ტრისტან წითელაშვილს და გია კორკოტაშვილს „პუტინის მონები“ და "მოღალატეები" უწოდეს, თავად „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დრო დამთავრდა და აღარ მისცემენ მათ იმის უფლებას, რაც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში ხდებოდა.